არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი "მწვანე დედამიწა" არის ქართული არაკომერციული, არაპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია.
"მწვანე დედამიწის" მთავარი კავშირის მიზანია:
- ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიების, ეკოლოგიური მდგომარეობის, ენერგოეფექტურობის და ენერგეტიკის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
- ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანი არჩევნებისადმი ხელშეწყობა, არჩევნების და საარჩევნო პროცედურის მონიტორინგი, რაც გათვალისწინებულია შიდა კანონმდებლობით, საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით და სხვა საერთაშორისო დეკლარაციების შესაბამისად.
"მწვანე დედამიწა" დაარსდა 1994 წლის ნოემბერში, ახალი რეგისტრაცია გაიარა 1999 წელს, საიდენტიფიკაციო ნომერია: 202953214.
1994 წელს არასამთავრობო ორგანიზაციაში გაერთიანდა სს "ეკოენერგომონტაჟი", რომელიც თავის მხრივ დაარსებული იყო 1985 წელს და რომელსაც განხორციელებული ქონდა მრავალი მზის თბური სისტემების პროექტები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
“მწვანე დედამიწა” გაწევრიანებულია 450 პიროვნება და აერთიანებს მეცნიერებს, უნივერსიტეტის პროფესორებს, ექსპერტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ახალგაზრდებს და იმათ ვისაც აინტერესებს სუფთა ენერგეტიკა.
მიზნები
- გარემოს დამცავი სისტემების შექმნა და გამოყენება;
- გარემოსდაცვითი ინფორმირება და გარემოსდაცვითი განათლება;
- მონაწილეობა და შემუშავება გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სოციალური შეფასებაში;
- მონაწილეობა გარემოსდაცვით კამპანიებსა და აქციებში;
- მიმდინარე და დასრულებული პროექტების მონიტორინგი და შეფასება;
- წიგნების, ბროშურების, ბროშურების გამოცემა და სატელევიზიო და რადიო პროგრამების ორგანიზება;
- ექსპერტიზა მდგრადი განვითარების ყველა ასპექტში;
- ერთობლივი პროექტების განხორციელება;
- განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელება;
- საარჩევნო პროცესის დაკვირვება და მონიტორინგი;
- კონფერენციების, ტრეინინგების და საგანმანათლებო კურსების ორგანიზება.